მომსახურების პირობები
ბოლო განახლება: 15.01.2026
Chargebox-ის სერვისით სარგებლობის პირობები
1) ტერმინთა განმარტებები
- კომპანია — შპს „ჩარჯბოქსი", ვაჟა-ფშაველას გამ. 16, თბილისი 0186, საქართველო, საიდენტიფიკაციო კოდი 402365178.
- აპლიკაცია — მობილური აპლიკაცია, რომელიც წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას, რომლის მეშვეობით შესაძლებელია კომპანიის მიერ ოპერირებადი ელექტრომანქანების დამტენების ქსელით სარგებლობა.
- მომხმარებელი — ფიზიკური ან იურიდიული პირი (მისი წარმომადგენელი), რომელიც ჩამოტვირთავს კომპანიის აპლიკაციას და აპლიკაციაში რეგისტრაციით ელექტრონულად დაადასტურებს მისი გამოყენების სურვილს.
- ელექტრომანქანის დამტენი — კომპანიის ან მესამე პირის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული ელექტრომანქანების დამტენები, რომლებიც მითითებულია აპლიკაციის რუქაზე.
- სერვისი — მომხმარებლის მიერ აპლიკაციის გამოყენებით მიღებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია ან/და მომსახურება.
- არასაჯარო ელექტრომანქანის დამტენი — აპლიკაციის რუქაზე განსაზღვრული დაბლოკილი ელექტროდამტენები, რომლითაც სარგებლობა მინიჭებული აქვს კონკრეტულ პირებს.
- საჯარო ელექტრომანქანის დამტენი — აპლიკაციის რუქაზე განსაზღვრული ელექტროდამტენები, რომლითაც სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს.
2) შეთანხმების საგანი
კომპანია აძლევს საშუალებას მომხმარებელს ისარგებლოს კომპანიის სერვისით: აპლიკაციის საშუალებით მოძებნოს ელექტრომანქანის დამტენის ადგილმდებარეობა, გაიგოს დამტენის სტატუსი და ისარგებლოს ელექტრომანქანის დამტენით ელექტრომანქანის/დატენვადი ჰიბრიდის დასამუხტად, კომპანიის მიერ დაწესებული შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ.
3) მომხმარებლის უფლება-მოვალეობები
მომხმარებელს უფლება აქვს გამოიყენოს სერვისები; დაუკავშირდეს კომპანიას დაბრკოლების შემთხვევაში; მიმართოს კომპანიას მომსახურების გაუმჯობესების წინადადებით; გააუქმოს აპლიკაცია.
მომხმარებელი ვალდებულია:
- დარეგისტრირდეს მხოლოდ თავისი სახელით.
- არ გადასცეს სარეგისტრაციო მონაცემები მესამე პირს.
- წაშალოს აპლიკაცია მობილურის მესამე პირისთვის გადაცემისას.
- დაუკავშირდეს კომპანიას არასანქცირებული გამოყენების ეჭვის შემთხვევაში.
- არ სცადოს აპლიკაციის კოდებში შეჭრა, დაკოპირება ან შეცვლა.
- არ გამოიყენოს კომპანიის ლოგო ან სასაქონლო ნიშანი.
- გამოიყენოს მხოლოდ ხარისხიანი მოწყობილობა/სადენი; გადამყვანის/დამაგრძელებლის გამოყენება იკრძალება.
- კომპანიის მიერ განსაზღვრულ დროში უზრუნველყოს ელექტრომობილის გამოერთება.
4) კომპანიის უფლება-მოვალეობები
კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს შეთანხმება და ტარიფები; გააუქმოს/შეაჩეროს მომხმარებლის წვდომა გადახდის შეუსრულებლობის ან კანონის მოთხოვნის შემთხვევაში; დაამატოს ახალი სერვისები; გაუგზავნოს შეტყობინებები.
კომპანია ვალდებულია კონფიდენციალურად დაიცვას მომხმარებლის პირადი ინფორმაცია და მაქსიმალურად უზრუნველყოს ქსელისა და გადახდის სისტემის გამართული ფუნქციონირება.
5) პასუხისმგებლობის შეზღუდვა
კომპანიის ვალდებულებები შემოისაზღვრება მხოლოდ სერვისიდან მიღებული შემოსავლის მოცულობით. კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან ელექტროენერგიის, საბანკო სერვისის, მობილური ოპერატორის შეფერხებების, კლიმატური პირობებისა ან ფორს-მაჟორის შემთხვევაში.
კომპანია არ აგებს პასუხს მესამე პირების ქმედებებზე და არ არის პასუხისმგებელი უხარისხო ან არასერტიფიცირებული მოწყობილობის/სადენების გამოყენებით გამოწვეულ ზიანზე.
6) აპლიკაციის მიერ ინფორმაციის შეგროვება და პროფილის წაშლა
კომპანია ახორციელებს მომხმარებლის ადგილმდებარეობის განსაზღვრას მხოლოდ:
- შესაბამის რუქაზე ახლომდებარე დამტენის მდებარეობის დადგენის მიზნებისთვის.
- მიმართულების ფუნქციის გამოყენებისას, დამტენამდე მისასვლელი გზის იდენტიფიკაციის მიზნებისთვის.
მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს პროფილის წაშლა. წაშლა განხორციელდება 7 სამუშაო დღის განმავლობაში. კომპანია პასუხს არ აგებს წაშლილი მონაცემების აღდგენაზე.
7) ზოგადი დებულებები
- აპლიკაციის სრულად გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლისთვის.
- ელექტრომანქანის დამტენით სარგებლობის საფასურს განსაზღვრავს კომპანია დამოუკიდებლად.
- მომხმარებლის თანხმობა ძალაშია რეგისტრაციის გაუქმებამდე ან კომპანიის მიერ აპლიკაციის გაუქმებამდე.
- კომპანიას აქვს უფლება შეაგროვოს და დაამუშავოს პერსონალური მონაცემები სერვისის გასაუმჯობესებლად.
- კომპანიას უფლება აქვს მომხმარებლის ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს შესაბამისი დასაქმებულებისთვის.
- კომპანიას უფლება აქვს ინფორმაცია გამოიყენოს პირდაპირი მარკეტინგისთვის.
- მომხმარებელი ადასტურებს, რომ ინფორმირებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონით მინიჭებული უფლებების შესახებ.
- აპლიკაცია წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას.
- ტარიფებს შორის გადასვლა აითვლება დამუხტვის პროცესის დაწყების დროიდან.
- კონკრეტული დამტენის ტარიფები მოცემულია აპლიკაციაში, დამტენის გვერდზე.